- Advertisement -

სოფო კილაძე: “ნაცმოძრაობის” წევრები ნარკოტიკების ჩადებაზე უტიფრად არ უნდა საუბრობდეთ!

506

"ადამიანის უფლებათა კომიტეტის" თავმჯდომარე, სოფო კილაძე პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამართალდამცველები მოქალაქეებს ნარკოტიკებს უდებენ.

სოფო კილაძის განმარტებით, ნარკოტიკების ჩადებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებული განცხადებები უტიფრობაა.

"მე ძალიან კარგად მახსოვს, უამრავი ადამიანი რეპრესირებული თქვენ დროს, თქვენი პოლიციის მიერ. მოდიან და ჩივიან იმაზე, რომ ადამაინებმა წლები გაატარეს სწორედ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროებში და იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც თქვენ დროს იყო. თქვენგან განსხვავებით, დღეს თუ ვინმე რამეს დააშავებს ჩვენი გუნდი მთლიანად ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა. არაერთი გინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, თუ ვინმე რამეს დააშავებს, ყველა მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ თქვენგან განსხვავებით.

ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ უტიფრად ნარკოტიკების ჩადებაზე. ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა. უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ, მაგრამ თუ ვინმე რამეს დააშავებს, ამას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე",- განაცხადა კილაძემ.

Comments
Loading...