პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში სოფო ჯაფარიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გასაუბრებისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება.
"მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის",-წერს სოფო ჯაფარიძე.