- Advertisement -

სოფო ჯაფარიძე: ძალადობაზე ვერ დაშენდება ვერაფერი ღირებული, დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა

625

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძე განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლბით მხოლოდ დომინანტი ჯგუფები არ უნდა სარგებლობდნენ. 

"მინდა ამ დღეს ერთხელ მაინც გავიღვიძო იმ შეგრძნებით, რომ ყველას გათავისებული აქვს თანასწორობის ფუნდამენტური მნიშვნელობა, რომ ადამიანები გათავისუფლებულები არიან ირაციონალური შიშებისგან/ ფობიებისგან და ათვიცნობიერებენ , რომ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებით/ გამოხატვის თავისუფლებით არ სარგებლობენ მხოლოდ დომინანტი ჯგუფები. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, სიძულვილსა და ძალადობაზე ვერ დაშენდება ვერაფერი ღირებული. ასეთ ქცევას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს.

დღეს ჰომოჰობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ",-წერს სოფო ჯაფარიძე. 

Comments
Loading...