- Advertisement -

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, 10 შედუღების სპეციალისტი დროებით პოლონეთში დასაქმდება

397

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შედუღების 10 სპეციალისტი, პროფესიულ კოლეჯ  „სპექტრში“ სტაჟირების  წარმატებით   გავლის შემდეგ  პოლონეთში დროებით დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშაოს მაძიებლები WorkNet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულნი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საცდელ პროექტს  – „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების  შესაძლებლობები,  სირთულეები და რისკები შეფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება. პარალელურად, ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად მიმდინარეობს მუშაობა. აქტიურად განიხილება ამ მიმართულებით ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.

 

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგს საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა დაესწრნენ.

Comments
Loading...