- Advertisement -

სტიქიამ რაჭაში გზები და ხიდები დააზიანა

480

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა რაჭას. ადიდებულმა მდინარეებმა სოფლის დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. ამ დროისათვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელი ზედის დამაკავშირებელ გზაზე და რამდენიმე საათში მოძრაობა აღდგება.

რაც შეხება სოფელ გონას ისევ მოწყვეტილია გარე სამყაროს ადიდებულმა მდინარე ჩვეშურამ სოფლის დამაკავშირებელი გზა წაიღო. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ხდება ზარალის აღწერა და შესაძლოა ამის შემდეგმ დამატებითი ძალები დასჭირდეს რეგიონს აღდგენით სამუშაოებისთვის.

,,რაც შეეხება სოფელი გონას ისევ რჩება გარესამყაროს მოწყვეტილი სადაც მისასვლელი ხიდი ჩვეშურამ წაიღო. პრობლემებია ქალაქ ონში ნაპირსამაგრია დაზიანებულია. იგივე მდგომარეობაა უწერაშიც, მდინარემ ნაპირსამაგრი გაარღვია. ასევე შოვში მდინარე გუბა ქმნის პრობლემებს. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე ხდება შეფასება და ამის შემდეგ გავარკვევთ დამატებით, რა ძალების დახმარება დაგვჭირდება ცენტრალური ხელისუფლებისგან,"-განაცხადა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ "აიპრესთან".

ავტორი: თეონა გიორგაძე

Comments
Loading...