- Advertisement -

სტიქიის გამო, შუახევში 150-მდე ოჯახი ერთი წელია სარწყავი არხით ვერ სარგებლობს

434

გასული წლის სტიქიურმა მოვლენებმა შუახევში სოფელ ცინარეთში 21 კმ სიგრძის სარწყავი არხი დააზიანა.

როგორც ადგილობრივები "აიპრესთან" ყვებიან, აღნიშნული არხით მეზობელი სოფლის მოსახლეობაც სარგებლობდა, დაახლოებით 150 ოჯახს ერთი წელია სარწყავი არხით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

„გაუსლ წელს ისე დაზიანდა ეს არხი, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა, ხალხი წყალს სარწყავად იყენებდა და სოფელში ეს წყალი ისევ თუ არ მოიყვანეს ფაქტიურად აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. წელს უნდა შეკეთებულიყო ეს არხი თუმცა სოფელი საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებდა. ცინარეთის მოსახლეობას აღარ აქვს სარწყავი წყალი და არამარტო ცინარეთის მოსახლეობას, აღნიშნული წყლით მეზობელი სფლის მოსახლეობაც სარგებლობდა. იყვნენ მოსული გამგბელი და მისი წარმომადგენლები, დაათვალიერეს და მათაც გვითხრეს, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა სოფელ ცინარეთის მკიდრმა ოთარ ცინარიძემ.

როგორც შუახევის მუიციპალიტეტის გამგეობაში "აიპრესს" განუცხადეს მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მალე მოუგვარდებათ, იგი 2018 წლის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში იქნება შეტანილი.

„ჩვენ ვმუშაობთ წყლის პროექტზე, რომელიც 2018 წლის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების ნუსხაში იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით წყლის ახალი მაგისტრალი გამოყვანილი იქნება ადრინდელი არხის სავალ ნაწილზე წაღებულია სარწყავი არხის სავალი ნაწილი. წყლის არსებულ ნაწილში გამოტარება კიდევ უფრო გააქტიურებს მეწყერულ პროცესებს. სპეციალისტების გათვლით სოფელში წყალი წყალგამტარი მილებით უნდა იქნეს გამოყვანილი“, – განაცხადა შუახევს გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.

Comments
Loading...