- Advertisement -

სტიქიის შედეგად, გუშინ, საბურთალოს სასაფალაოზე კერძო საფლავების ნაწილი დაიტბორა

765

გუშინ ღამით, სტიქიის შედეგად საბურთალოს სასაფლაოს კერძო საფლავების ნაწილი დაიტბორა. როგორც "აიპრესს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად ტერიტორია თითქმის მშრალია. 

"ჰერმესი ახორციელებს საბურთალოს სასაფლაოზე მოვლა-პატრონობას, იმ ტერიტორიაზე სადაც დატბორვაა კერძო საფლავების ტერიტორიაა, მაგრამ ახლა დატბორილი აღარაა, თითქმის გამშრალია. 

კერძო სასაფლაოს მფლობელმა მანდ მიწა დაყარა, რაღაცის გასაკეთებლად, მერიამ მოსთხოვა, რომ აეწია კედელი, იმიტომ რომ წყალი გროვდებოდა. ჰერმესმა პროექტირება გააკეთა, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად სჭირდება აწევა კედელს, ახლა კიდევ აქვს შემოტანილი პროექტირებაზე და გასწორდება",-განაცხადეს მერიის პრესსამსახურში. 

Comments
Loading...