- Advertisement -

სტოლტენბერგი: საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, ეს NATO-ში გაწევრიანების ნაწილია

533

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას, ეს ყველაფერი კი, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების ნაწილია.

მისი თქმით ნატო გაფართოებას აგრძელებს და მალე ალიანსში 29-ე წევრად მონტენეგრო იქნება.

"ივნისში მონტენეგრო სრულ უფლებიანი წევრი იქნება. ჩვენ საქართველოსთან ვმუშაობთ. ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ რეფორმების გატარება კარგია, რადგან უახლოვდები ნატო-ს. იმ შემთხვევაშიც მიზანი თუ ნატო-სთან დაახლოება არ არის, კორუფციას უნდა ებრძოდე და დემოკრატიულ ინსიტუტებს აძლიერებდე. ისეთ ქვეყნებში, როგორიცა საქართველო ამას ორმაგი მიზანი აქვს, რადგან მისი მიზანი ნატო-ს წევრობაა. ნატო მხარს უჭერს მას რეფორმების პორცესში, ალიანსის კარი ღიაა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზავნილის ხაზგასმას, რომ გაფართოება და უფრო მეტი წევრის ყოლა, 28, ახლა უკვე 29 ქვეყანაზეა დამოკიდებული. სხვას არავის აქვს უფლება ჩაერიოს ან არ დაუშვას ახალი წევრის უფლება", – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

Comments
Loading...