- Advertisement -

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა14 აპრილამდე გახანგრძლივდა

527

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება, ხოლო ხუთი კანდიდატურა მთავრობას პირველ ივლისამდე წარედგინება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატთა საგამოცდო ვადამ მხოლოდ ერთხელ გადაიწია და ეს ცვლილება აისახა მთავრობის დადგენილებაში.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადამ 14 მარტს გადაიწია მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით, და ნაცვლად 14 მარტისა, განისაზღვრა 14 აპრილით; ხოლო მთავრობისათვის კანდიდატურების წარდგენის ვადა, შესაბამისად, ნაცვლად პირველი აპრილისა, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. სწორედ 14 აპრილიდან პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს საბუთების გადარჩევა და გამოცდების ჩატარებაც.

ცვლილება ვადაში იმით არის გამოწვეული, რომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე აირჩევს. შესაბამისად, „PACE“-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან კანდიდატურები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 31 აგვისტომდე უნდა წარედგინოს.

ამდენად, ორჯერ ვადის გადაწევას ადგილი არ ჰქონია. 27 მარტს გამოქვეყნდა დადგენილება, თუ რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობას ხუთი კანდიდატურა, რომელთაგან მთავრობა შეარჩევს სამს. ყველა სხვა განცხადება ვადის ორჯერ გახანგრძლივების შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს",-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Comments
Loading...