- Advertisement -

სუბარი: აფხაზეთის ომში დაკარგულთა ოჯახების გენეტიკური პროფილის ასაღებად 650 ათასი ლარი გამოიყოფა

515

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან აფხაზეთის ომში დაკარგულტა ოჯახების გენეტიკური პროფილების ასაღებად 650 000 ლარი გამოიყოფა.

"წელს ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტიდან 650 000 ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1 000 ადამიანიდან აფხაზეთის ომის დროს დაკარგულების ოჯახებიდან შესაბამისი გენეტიკური პროფილების აღება, რომელიც შეიძლება გამოგადგეს გარდაცვალებულთა იდენტიფიცირებისთვის.

ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა. მასში ჩართულია ორი მხარე როგორც აფხაზური, ასევე ქართული. შუამავალი არის საერთაშორისო წიტელი ჯვარი. ზუსტი ციფრების თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით წელს ბევრად მეტი საქმე გაკეთდება",- აღნიშნა სუბარმა.

Comments
Loading...