- Advertisement -

სუბარი ბათუმის მოვლენებზე: “ნაცმოძრაობის” მიმართ არცერთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა

584

 

ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, ბათუმის მოვლენების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არც ერთი კონკრეტული ბრალდება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. 

"როცა ლაპარაკია ბრალდებებზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არც ერთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა. თუ ვსაუბრობთ ზოგად სურათზე, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ. ეს ყველაფერი მათ ხელწერაში ჯდება.

ისიც უნდა გავიხსენოთ, ვინ აწყობდა მხარდამჭერ აქციებზე. ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სახის გამოსავლენად. სისხლის სამართლებრივ ბრალდებებზე ამ ეტაპზე არ მიდის საქმე. ამას გამოავლენს გამოძიება",- აღნიშნა სუბარმა.

Comments
Loading...