- Advertisement -

სუბარი: ლავროვი სოხუმში მეოთხედ ჩავიდა, ამას “ნაციონალური მოძრაობის” გასაგონად ვამბობ

516

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სერგეი ლავროვის ვიზიტს ეხმიანება.

„2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული წარმონაქმნები, აბსოლუტურად უკანონოდ და აბსოლუტურად არალეგიტიმურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საელჩო დღეს არ გახსნილა, საელჩო გაიხსნა მაშინვე და მას შემდეგ ლავროვი უკვე მეოთხედ ჩავიდა. ყოველი ჩასვლა არის უკანონო, მაგრამ წინა ჩასვლებსა და დღევანდელ ჩასვლას შორის რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ამას ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაგონად. დეოკუპაცია მოხდება აუცილებლად. დეოკუპაციას სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარება და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც არის მყარი და არ იცვლება წლების განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...