- Advertisement -

სუბარი: 2023 წელს პრეზიდენტს ის აირჩევს, ვინც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს

573

 

"2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად 2023 წელს პრეზიდენტს აირჩევს ის, ვინც მოიგებს 2020 წლის არჩევნებს",- ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ 2023 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი გზით ჩატარდება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების წაგებას შეგუებულია. 

"იმ ადამიანების საპასუხოდ, რომლებიც ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს თავის თავზე მოირგოს პრეზიდენტის არჩევის წესი, ან "ქართულ ოცნებას" საზოგადოებაში მხარდაჭერა აქვს დაკარგულიო. 2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად 2023 წელს პრეზიდენტს აირჩევს ის, ვინც მოიგებს 2020 წლის არჩევნებს

სხვა პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს რეიტინგი, ან შეგუებულები არიან იმასაც, რომ 2020 წელს ისევ "ქართული ოცნება" იგებს, ან გაუგებარია",- აღნიშნა სუბარმა.

Comments
Loading...