- Advertisement -

სუს-ის ანგარიშის მოსმენაზე პარლამენტის მანდატურმა ჟურნალისტებს დერეფანიც დაატოვებინა

495

პარლამენტში, კომიტეტზე სუს-ის მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. მას შემდეგ რაც მედიის წარმომადგენლებს საკომიტეტო დარბაზი დაატოვებინეს, მათ მანდატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაც დაეტოვებინათ და დერეფნიდან გასულიყვნენ.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ, ასევე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა გოჩაშვილმა ამ ფაქტს გაუგებრობა უწოდეს, მედიის წარმომადგენლები დარბაზის მიმდებარედ დააბრუნეს, სადაც სუსი-ის უფროსის მოადგილეს უსმენენ.

Comments
Loading...