- Advertisement -

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს სოფელ ატოცში ახორციელებენ

20

როგორც  IPRESS სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს,  გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
The post სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს სოფელ ატოცში ახორციელებენ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...