- Advertisement -

სხალთის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

486

ხულოში სოფელ სხალთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, პროტესტის ნიშნად ადგილობრივებმა სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს, რომლითაც ხეობის 18 სოფელი სარგებლობს.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები " აიპრესთან" ყვებიან, " შუახევჰესის" მშენებლობის შედეგად სოფელში დაიბზარა სახლები, დაშრა სასმელი წყალი და იკლო მოსავალმა. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება დრენაჟების გაკეთებას, ნაპირსამაგრების მოწყობას და იმ ოთხი ოჯახის განსახლებას პირდებოდა, რომელიც გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იყო არაერთი დაპირება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები პროტესტის ამ ფორმით ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და მათივე თქმით, იქამდე არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

Comments
Loading...