- Advertisement -

ტომპსონი: საქართველო მაგალითია,რამდენის მიღწევა შეიძლება,როცა მტკიცედ მიყვები დემოკრატიის გზას

424

“ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გაცხადებული პრიორიტეტები. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონმა განაცხადა. 

"მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რეფორმებისა და პროგრესის უზრუნველყოფის კუთხით ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითის კვალდაკვალ. ახლა ამ გზას წარმატებით გადიან საქართველო და უკრაინა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენის მიღწევა შეიძლება, როცა მტკიცედ მიყვები დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სხვა იდეალების გზას, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ.

ის რეფორმები, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ, შეადგენს უწყვეტ გზას და ჩვენ მომავალშიც გაგიწევთ პარტნიორობას ამ გზაზე, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ იდეალებს, რეფორმებს და თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს კი ცალსახად წარმოადგენს ჩვენი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს",-განაცხადა ანდრეა ტომპსონმა.

Comments
Loading...