- Advertisement -

ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი: №2 ქუთაისის ციხეში ტრანსგენდერ, გეი და ბისექსუალ პირებს ჩაგრავენ

692

დღეს 2017 წლის 17 მაისს საქართველო და მთელი მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი ულოცავს ლგბტ თემს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი ულოცავს ლგბტ თემს ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს.

2016 წლის 17 მაისიდან დღემდე მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები და ტენდენციები გამოიკვეთა ქვეყნის მაშტაბით. გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოდგენს ტრანსგენდერი ქალების სამართლებრთივი დაუცველობის, სოციალური უთანასწორობის და უსაფრთხოების არარსებობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობები.

სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულია არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები ტრანსგენდერი თემის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით, კერძოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფოს გადაწყვეტილება სქესის კორექციის ოპერაციის რეგულაციის რეგულირების ინიცირების თვალსაზრისით დაწყებული განხილვები, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურების გამარტივება და ამ თვალსაზრისით გადადგმული ეფექტური ნაბიჯები, სოციალური დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის აივ/შიცის ასევე სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და ინფექციის მართვისა და პრევენციის თვალსაზრისით .

მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღინიშნოს სახელმწიფო ორგანოების მზადყოფნა არსებული პრობლემებისა და ნეგატიური გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ყველა პოზიტიური მოქმედებების და ღონისძიებების უკან კვლავ არაერთი მძიმე და მნიშვნელოვან პრობლემები არსებობს და იჩენს თავს მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დასაქმების, საკუთარი თავის რეალიზების, უსაფრთხოების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში.

მიგვაჩნია, რომ ტრანსგენდერი ქალების უფლებების თვალსაზრისით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებები თითქმის აბსოლიტურ უმრავლესობაში შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს, პოლიციის დამოკიდებულება სავარაუდო დანაშაულის გამოძიების, დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების თვალსაზრისით არაეფექტურია და დისკრიმინაციულია. პოლიციის მხრიდან დამკვიდრებულია უსამართლო და მანკიერი პრაქტიკა ტრანსგენდერი ქალების ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების ნაწილში რაც ერთგვარი სადამსჯელო და რეპრესიული პოლიტიკის და ღონისძიების სახეს ატერებს. ეს პრაქტიკა მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროებს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასევე იურიდიულ ანალიზს და შეფასებას რაც ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულულ მძიმე მდგომარეობაზე. ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის მიერ შესწავლილ იქნა რამოდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და გამოვლინდა არაერთი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის და დისკრიმინაციის ფაქტები, კრიტიკულად ფასდება ჩვენს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობა.

მწვავე კრიტიკას იმსახურებს სად-ის # 2 ქუთაისის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა სადაც ტრანდენდერი ქალების მიმართ სისტემატიურად ხორციელდება როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა, გასულ წლებთან შედარებით აღნიშნულ დაწესებულებაში ტრანსგედნდერი ქალების მიმართ მოპყრობის ფაქტი უკიდურესად გაუარესდა. მსჯავრდებულ ჯ.ც-ს განმარტებით მის მიმართ ხორციელდება თითქმის ყოველდღიურად ფსიქოლოგიური ზეწოლა იგი განიცდის ზეწოლას და დისკრიმინაციას სად-ის # 2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, მისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ამავე დაწესებულებაში განთავსებული ყოფილი მსჯავრდებულის გ. პ.-ს საქმეზე ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს ამ დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც რომ სად-ის # 2 ქუთაისის დაწესებულებაში ადგილი აქვს ტრანსგენდერი, გეი და ბისექსუალი პირების ჩაგვრას, მათ ფიზიკურ და სულიერ იძულებას რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

მნიშვნელოვანია ასევე ყურადღება გავამახვილოთ და აღვნიშნოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გააქტიურებაზე, ლგბტ თემის მართვისა და მათზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლეთა აქტიური ჩართულობა ლგბტ თემის ყოველდღიური ცხოვრებისა და პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში, სუს-ის აგენტები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ მნიშვნელოვანი კომპრომატები სხვადასხვა ცნობილი თუ მაღალი თანამდებობის პირების გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ცხოვრების ნაწილში, ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ინფორმაციათა მოპოვების რეპრესიული სისტემის არსებობა. არაერთი ლგბტ თემის წარმომადგენელი რომელიც წარმოადგენს ლგბტ აქტივიზმს მათ მიმართ ხორციელდება დაშინება, დაშანტაჟება და იძულება თანამშრომლობაზე და გარკვეული ინფორმაციული მასალის მოპოვებაში დახმარების მიზნით. ტრანსგენდერი ქალის გ. ხ.-ის განმარტებით მას სუს-ის წარმომადგენლები აიძულებდნენ ერთ — ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერის შესახებ პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებას და ასევე კომპრომატების შეგროვებას მან სუს-ის რეპრესიებს მხოლოდ საქართველოს დატოვებით დააღწია თავი (პს. ორგანიზაცია მზად არის ამ საქმეზე განახორციელოს შესაბამისი თანამშრომლობა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანს წარმოადგენს მართოს და განკარგოს ლგბტ თემის აქტივიზმი მოახდინოს ამ თემის გამოყენებით მნიშვნელოვანი მასალების და ინფორმაციების მოპოვება მათთვის საინტერესო სუბიექტებზე. მიგვაჩნია რომ ამ თვალსაზრისით უნდა გაგრძელდეს საზოგადოების აქტიური ჩართულობა და უნდა მოხდეს მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ გააქტიურებულია ე.წ. რუსული პროპაგანდის და რუსული გეგმის პროექტი რაც სხვადასდხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოყენებით გარკვეული საკითხების ინიცირებასა და პროვოკაციური გეგმების პროვოცირებას გულისხმობს, მათ წინაშე დასახული კონკრეტული გეგმებისა და ამოცანების რეალიზების თვალსაზრისით. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის რეალურ საფრთხეს.

რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს რასაკვირველია ამ ინსტიტუტის მიმართ ტრანსგენდერ ქალთა მნიშვნელოვან ნაწილს გაჩნია სერიოზული პრეტენზიები მისი სუბიექტურობის, არასაკმარისი ეფექტურობისა და საკითხებისადმი არანეიტრალურობის გამო მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე მონიტორინგის 24 საათიანი ჯგუფის ეფექტური მუშაობის ფაქტიც. იმედს გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწორად მოახდენს საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას განახორციელებს არსებული პრობლემების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საქართველოის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმარ არსებულ ხარვეზებზე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ეკლესია ლგბტ თემის მიმართ ბრძოლის ნაწილში გადაიქცა მხარედ ნაცვლად იმისა, რომ იგი წარმოდგენდეს საყოველთაო შემწყნარებლობისა და თანადგომის, ლგბტ აქტვიზმის მიმართ ყოველგვარი ძალადობის წინაღმდეგი პოზიციის მქონე ინსტიტიუციას. საქართველოს საპატრიარქო ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოში ლგბტ აქტივიზმზე, დაასუსტოს და მოახდინოს ამ ჯგუფის მარგინალიზება განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალების მარგინალიზება. საქართველოს საპატრიარქოს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია სწორედ ის რომ ლგბტ აქტივისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება. საპატრიარქოსა და რიგ ლგბტ აქტივისტებს შორის მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რისი საბოლოო მიზანი ლგბტ თემის დასუსტება წარმოადგენს ჩვენს მიერ მოპოვებულია არერთი ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები ლგბტ თემთან მიმართებაში საქართველოს საპატრიაქრქოს ინტერსების გაზრდის თაობაზე რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას დისკრიმინაცია პირის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნიდან გამომდინარე ასევე ქვეყანაში გაორმაგებულია ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობის და მათი ფიზიკური დაზიანებების ფაქტები.

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს უარყოს და არ დააკმაყოფილოს ლგბტ თემის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები და ინიციატივები რაც რასაკვირველია წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას და მასზე საჭიროა ადეკვატური რეაგირება.

მედია საზოგადოების გააქტიურება ტრანსგენდერი თემის ხილვადობის მათი პრობლემებისა და ყოველდღიური მძიმე ყოფის წარმოჩინების ნაწილში, მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. თუმცა გასათვალისწინებელია რიგი მედია საშუალებების სუბიექტურობა და მიკერძოებულობა საკითხების გაშუქების დროს, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების საწინააღმდეგო, დისკრიმინაციული და სექსისტური სტრუქტურის გადაცემების სიჭარბე მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ტრანსგენდერი თემის მარგინალიზებას უწყობს ხელს და ამ თვალსაზრისით აუცილებელია სწორი პოლიტიკის წარმართვა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან.

იმედს გამოვთქვამთ ეფექტურად მოხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, ღირსება და პატივი. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები გარანტირებულად დაცული უნდა იყოს მათი გენდერული დენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი 2017 წლის 17 მაის არ გეგმავს შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას ვინაიდან არ არსებობდა სახელმწიფოსა მხრიდან შესაბამისი გარანტიების გაცემა მონაწილე პირთა უსაფრთხოებაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან 17 მაისის აქციების ჩატარებისა და გამართვის საკითხებზე სადაც ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი არ იყო წარმოდგენილი", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც გიორგი ტატიშვილი აწერს ხელს.

Comments
Loading...