- Advertisement -

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოსკოვში გამართულ ფესტივალთან კავშირს უარყოფს

603

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოსკოვში გამართულ ფესტივალთან სახელწოდებით – „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებულ ფესტივალთან ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს. უწყებიდან არც ფინანსური და არც რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერა არ ყოფილა, არც საგზურები გაგვითამაშებია“ აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გავრცელებული სტატიის მიხედვით, მოსკოვში ფესტივალი ,,მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

Comments
Loading...