- Advertisement -

ტურისტთა დიდი ნაკადის გამო, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მახუნცეთის ჩანჩქერთან აღინიშნება

453

 

ქედაში ხვალ, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ, მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება.

ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატითაა დაგეგმილი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ტურისტებს შეეძლებათ ჩაერთონ მოწვეულ ანიმატორების მიერ გამართულ სხვადასხვა გასართობ შოუ პროგრამებში (ხანგრძლივობა 2 საათი), კონკურსებში (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან), იხილონ ტრანსპორმერი რობოტის ინსცენირებები, დიჯეის, ფრანებისა და ფოიერვერკების შოუები და ა.შ.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ღონისძიება წელს მეხუთედ აღინიშნება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მუხტის შექმნა და სტიმულის ამაღლება. პროგრამის ბიუჯეტი 1800 ლარია.
ახალგაზრდების ტრანსპორტირებას ქედის გამგეობა უზრუნველყოფს.

წელს პირველად, დაბა ქედის ნაცვლად, ღონისძიება მახუნცეთში გაიმართება. ვინაიდან ეს დღე საერთაშორისოა, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ტურისტთა დიდი ნაკადის გამო ღონისძიებამ მახუნცეთში გადაინაცვლა.  ახალგაზრდებს ამ დღისთვის გამგეობამ სპეციალური მაისურები შეუძინა.

ღონისძიების ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაა

ცნობისთვის, გაეროს ინიციატივით მსოფლიო1999 წლიდან ყოველ 12 აგვისტოს აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. სიტყვა ”შემოქმედება” ყოველთვის აქტუალურია: 1999 წლიდან, როცა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე დაწესდა, დღემდე დღესასწაულის ორგანიზატორები იგონებენ განსხვავებულ თემებს.

მსოფლიოში დღეს სამი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 25 წელზე ნაკლებია, და აქედან ნახევარ მილიარდზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს – არააქვს სამუშაო და არააქვს სწავლის საშუალება. 12 აგვისტოს მსოფლიოს ამახალგაზრდების პრობლემებს ახსენებენ.

Comments
Loading...