- Advertisement -

ტუღუში: არ ვაპირებთ მონაწილეობას ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია

490

"ამ ეტაპზე, როგორც არის წარმოდგენილი პროექტი ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ევროპული საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ისეთი ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც მოიაზრება როგორც დემოკრატიის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი",-ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ საკითხზე მათ კომისიის სხვა წევრებთან კონსულტაციები ექნებათ და ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებენ. 

"მე უშუალოდ ვგულისხმობ წარმოდგენილ ვარიანტში ასახულ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას და მათშორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას, სადაც მანდატები ნაწილდება იმგვარი წესით, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება ყველა გაუნაწილებელი მანდატი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები კომისიის წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სავარაუდოდ, ხვალდავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას.

თუ მმართველი ძალა კონსტიტუციაში აკეთებს ჩანაწერს, რომლითაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს რეფორმა სწორედ წამოწყებულია იმისთვის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდით ეცადოს გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად დაუშვებელი,’’- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

Comments
Loading...