- Advertisement -

ტყემალაძე: “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებული ქვემოიჯარეები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

629

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ, თუ რა თანხას მიიღებენ ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებული ქვემოიჯარეები ერთჯერადი სახით. 

"ჩვენ ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ აღნიშნულ დაზარალებულ პირებთან ერთდ 2 კვირის განმავლობაში. უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ქვემოიჯარეები, რომ ერთჯერადი დახმარება გაეწიოთ. ჩვენ უკვე გვაქვს მათი მხრიდან წარმოდგენილი დაზუსტებული სიები, რომელიც საბოლოოა. უახლოეს დღეებში ჩვენ განვსაზღვრავთ, რა თანხა იქნება გაცემული ერთჯერადი დახმარების სახით", – განაცხადა გიორგი ტყემალაძე. 

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ. 

Comments
Loading...