აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრების ჩაქრობის მიზნით, საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.
2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.
ღამის განმავლობაში ხანძრით მოცული ფართობი 5 ჰა-მდე გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია, ასევე, უსაფრთხოდაა 2014-2017 წლებში გაშენებული ნარგავებიც.