- Advertisement -

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

456

საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და საპირფარეშო. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია.

გარდა ტურისტული ინფრასტუქტურისა მიმდინარეობს უბისის მონასტრის რესტავრაცია. პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებსაც გაუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.

Comments
Loading...