- Advertisement -

უგულავა: თუ ექსცენტრიულად, დორბლების ყრით არ გამოვხატავთ ემოციას, არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ

336

"თუ ექსცენტრიულად, დორბლების ყრით არ გამოვხატავთ ემოციას, არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ", – ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ TV პირველის რეპლიკას, თითქოს ისე ჩანდა, რომ ისინი არჩევნების შედეგებით კმაყოფილები ჩანდნენ.

"ექსცენტრიულად და დორბლების ყრით თუ არ გამოვხატავთ ემოციას, იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პარტია 5 თვეა შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ მე და დათო ბაქრაძე ხანგრძლივი პერიოდია პოლიტიკაში ვართ, ახალი პარტია როცა ახალი ნომრით მონაწილეობს არჩევნებში, ეს არც ისე ადვილია. ჩვენ ამ წუთას მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ პარტიის მომავალს" – განაცხადა გიგი უგულავამ.

Comments
Loading...