- Advertisement -

უგულავა: კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ პრეზიდენი და მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ

482

"10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს კონსტიტუცია , რომელსაც კობახიძე გვაჩეჩებს ვერ პასუხობს . მონარქია მართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში სადაც ეს არის დარჩენილი ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია .

საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი , რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ, ამას ვერც მეფე უშველის, ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლიტური მონარქი, ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა დაარქვათ სახელი .

პრობლემა არის ივანიშვილი არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა , თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერ არ კითხავენ იმის გამო , რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს ეხლა, საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის . ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს , როდესაც მიწის გაყიდვა აკრძალეს აბსოლიტურად არ უფიქრიათ გლეხებზე , როდესაც ოჯახის დარეგულირებაზე ლაპრაკობენ თითქოს აქამდე არ ვიცოდით რას ნიშნავდა ოჯახი , ეს ხალხი რაღაც გამოგონილ თემებს იგონებენ და შემდეგ ამ თემის კულტივაციას ახდენენ და მერე ამ თემას აჩეჩებენ ხალხს როგორც რაღაცის მიღწევას",-განაცხადა გიგი უგულავამ. 

Comments
Loading...