- Advertisement -

უგულავა მეუფე პეტრეს გადაყენებაზე: რუსეთის ეკლესია და “ეფესბე” ჩვენ სასულიერო პირებს იმით აშანტაჟებს, რაც დღეს მოვისმინეთ

7

“ურთიერთბრალდებები, რაც გაისმა უკეთესია ყოფილიყო მეფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. ამას მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა.
მეორე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე მეუფე პეტრეს გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ. კერძოდ ის, რომ პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეს პრობლემაა. მათ შორის ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა. როგორც იკვეთება, ეს სულ მცირე ფარისევლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან.
რაც შეეხება ამ ფაქტს ესკატოლოგიური ბოლო ჟამის მომსწრე ვართ და როგორც წესი ინსტიტუტები, რომლებიც შუა საუკუნებრივი მეთოდებით იმართებიან, სადაც სიახლე არ ხდება და პრაქტიკულად 40 წელიწადია ოთახის განიავება არ ხდება. ასეთი რამე არის დამახასიათებელი – ინტრიგები, ჩაშვებები, დაპატიმრებები, საშინელი მხილებები და. ა. შ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართვის ის ფორმა, რომელიც ეკლესიაშია, არა თუ მოძველებულია, არამედ საერთოდ გასულია ყოველგვარი მომსახურების ზონიდან.
ჩვენთვის საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ კვლავ მთავარ პრობლემად რჩება რუსული გავლენა საქართველოს საპატრირქოზე. მეტსაც გეტყვით, თუ რამით აშანტაჟებს ქართველს სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და “ეფ-ეს-ბე”, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
The post უგულავა მეუფე პეტრეს გადაყენებაზე: რუსეთის ეკლესია და “ეფესბე” ჩვენ სასულიერო პირებს იმით აშანტაჟებს, რაც დღეს მოვისმინეთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...