- Advertisement -

უგულავა: მძიმე ბრალდებები გაისმა, ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ჩარევას ცდილობდა

14

” ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაისმა. პროკურატურა კანონით არის მოვალე, საჯარო სივრცეში გაჟღერებული კანონდარღვევაზე დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებას გასცეს პასუხი. თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი სამართალი. სულ მცირე სახეზე გვაქვს, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის დარღვევა და შეიძლება გახდეს საინპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი.”,-ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post უგულავა: მძიმე ბრალდებები გაისმა, ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ჩარევას ცდილობდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...