- Advertisement -

უგულავა უმრავლესობას მოსმენებზე: პირველ რიგში თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა

711

"დღეს გავაფორმეთ პოლიციური სუს-ის სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება",-ასეთია "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გიგი უგულავას შეფასება მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. უგულავა აცხადებს, რომ პირველ რიგში სწორედ უმრავლესობის წევრებს მოუსმენენ. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ყველანაირად იქნება ეს სარჩელით საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. მთავარია, რომ სრულად ოპოზიციური სპექტრი და არსამათავრობო ორგანიზაციები დარაზმულები ვართ ერთი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ეს გავატარეთ და უკანონობა მივიღეთ, მაშინ ამას ექნება თავისი ფასი და ამ ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

Comments
Loading...