- Advertisement -

უგულავა: შუალედური არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად გენერალური რეპეტიცია იქნება

15

მოსახლეობა გიგი უგულავასთან საუბარში სოციალური დახმარების მოხსნაზე, სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას რაც ანტისანიტარაის იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელოაბს უქმნის საფრთხეს. გიგი უგულავას განცხადებით 2020 – წლამდე ყველა არჩევნები იქნება გენერალური რეპეტიცია რათა მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე მოხდეს ივანიშვი
გიგი უგულავას განცხადებით : – ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემში საკრებულოს არჩევნებია, ჩვენ ’’ევროპულ საქართველოს ’’ კონკურენტული კანდიდატი გვყავს მალხაზ მელაშვილი, რომელიც ადგილობრივია და კარგად იცის აფენის თემის პრობლემები. ხალხს პროგრესი სჭირდება, ხალხს მუშაობა უნდა, მთავრობამ დაანებოს თავი და არ შეუშალოს ხელი. ის რაც საქმეა მთავრობის ის გააკეთოს და არა ის მავნებლობა, რომელსაც სჩადის რეგიონებსა თუ ქალაქის ცენტრში. მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შუალედური არჩევნები, როგორც წესი ხელისუფლების არის, თუმცა ჩვენ აქ დიდ კონკურენციას გავუწევთ სახელისუფლებო კანდიდატს. ყველა არჩევნები 2020 – წლამდე იქნება გენერალური რეპეტიცია იმისათვის ,რომ მშვიდობიანად ქაოსის გარეშე ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.:- განაცხადა გიგი უგულავამ
The post უგულავა: შუალედური არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად გენერალური რეპეტიცია იქნება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...