- Advertisement -

უდუმაშვილი: არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ!

366

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე აცხადებს, რომ ისინი საბოლოო მიზნის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებენ. მისი თქმით, თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ამას ემსახურება დღევანდელი აქცია.

„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მრავალრიცხოვანი და ხმამაღალი აქცია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პუშკინის სკვერის დასაცავად სხვადასხვა რეგიონებიდანაც არიან ჩამოსულები.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

Comments
Loading...