„ვიდრე არ იქნება კომპეტენტური დასკვა, თუ რა იწვევს ამ ხანძრებს, მანამდე იქნება საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ეს ხანძრები სწორედ ხელოვნურად ჩნდება“ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, „რუსთავი2“-თან საუბრისას, ბოლო დროს გაჩენილი ხანძრების მიზეზები შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დადგინდეს რა იწვევს ამ სპონტანურ ხანძრებს დედაქალაქში. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ხომ მომსწრენი ვართ, რომ თბილისში ფაქტობრივად ყველა ბაზრობა გადაიწვა და არცერთ შემტხვევაში ჩვენ არ გაგვიგია გამოძიების შედეგები. ვიდრე არ იქნება კომპეტენტური დასკვა, თუ რა იწვევს ამ ხანძრებს, მანამდე იქნება საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ეს ხანძრები სწორედ ხელოვნურად ჩნდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გუშინ, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობა" თერგში" ხანძარი გაჩნდა. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაახლოებით 3000 კვადრატამდე ფართი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 35 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.