- Advertisement -

უდუმაშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე: სრული დუმილია ხელისუფლებსგან, რთულ მდგომარეობაში არიან

12

“სრული დუმილია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე პროკურატურის მხრიდან. ეს გასაგებიცაა, რადგან ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პროკურატურამ რომც დაიწყოს გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე უმძიმეს თემაზე, რომელსაც პატრიარქის ჩამოცილების თემა ჰქვია. საერთოდ ხმა რომ არ ამოიღონ, ამას შეიძლება ისეთი ვერსიების გავრცელება მოჰყვეს, რომელიც მძიმედ მოუბრუნდება ხელისუფლებას,“ – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post უდუმაშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე: სრული დუმილია ხელისუფლებსგან, რთულ მდგომარეობაში არიან appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...