უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გელა დუმბაძის კანდიდატურაა წარდგენილი,-ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გელა დუმბაძე 2014 – 2016 წლებში იკავებდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას. 2017 წლის იანვრიდან დღემდე არის საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, საქართველოს ახალი ელჩები კიდევ 5 ქვეყანაში ეყოლება.