- Advertisement -

უკრაინის პროკურატურა: სააკაშვილი თუ უკრაინაში ჩამოვა, მაშინვე საქართველოს გადავცემთ

372

უკრაინის პროკურატურამ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" წერს უკრაინის პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. თუკი სააკაშვილი უკრაინაში შემოვა და ჩვენ გვექნება საქართველოდან ახალი მოთხოვნა მისი გადაცემის შესახებ, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ კანონიერ გზას ექსტრადაციის შესახებ – აცხადებენ უკრაინის პროკურატურაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 სექტემბრისთვის ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

Comments
Loading...