- Advertisement -

უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაც მოუწევთ

4

.
თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში პირველი  ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს და ასევე არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი.
სოფო ქაცარავა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეა, თამარ ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, მარიამ ჯაში კი განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარეა.
მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა და განმარტა, რომ რამდენიმე საათი სპეციალურად გამოიყენა, რადგან გადაწყვეტილების მიღება ემოციურ ფონზე არ სურდა.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს დეპუტატებმა:
დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა.
როგორც  ჟურნალისტებთან ითქვა, დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი, მათი თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გუნდის სხვა წევრებმა იცოდნენ, რომ მათთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად პრინციპული იყო.
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
 
The post უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაც მოუწევთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...