უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრეიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვდება. საზეიმო დახვედრის ცერემონიალი მთავრობის კანცელარიაში დაიწყო.
გიორგი კვირიკაშვილი უნგრელ კოლეგას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.