- Advertisement -

უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა 1,7 მეტრით გაფართოვდება

637

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩის ამ მონაკვეთში სავალი ნაწილის გაფართოება 1 მეტრით 70 სმ მოხდება. სამუშაოების შედეგად, გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების – „სილქნეთის“, „მაგთის“, „ახალი ქსელების“ კაბელების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე სანიაღვრე ქსელის, შუქნიშნების, ბილბორდების, განათების ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლა. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტობუსების განრიგის ტაბლოს გადატანაც.

უნივერსიტეტის ქუჩაზე ასფალტ- ბეტონის საფარის დაგების მიმდინარეობისას, შესაძლოა გზის მხოლოდ ნაწილობრივი გადაკეტვა. საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს.

Comments
Loading...