- Advertisement -

უსუფაშვილი:მთელ ჩვენს გამოცდილებას 2020 წლის არჩევნებში მომავალი თაობის გამარჯვებას მოვახმართ

485

"გამოცდილი პოლიტიკოსები, რომელსაც ბევრს ხედავთ აქ, ვდგებით ახალი თაობის სამსახურში",-ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაციაზე განაცხადა. 

დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, რეზო შავიშვილი, ყოფილი რესპუბლიკელი ვახტან ხმალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე არიან. 

ჩვენ ის ადამიანები რომლებმაც ათლწულების განმავლობაში ვიღვაწეთ ქართულ პოლიტიკაში, გვქონდა წარმატებები, შეცდომები, წარუმატებლობები, მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი, კახა შარტავა დღეიდან დგებიან გურამ მჭედლიძის, გიორგი თაქთაქიშვილის, ანდრო დადიანის და სხვების სამსახურში, იმ ადამიანების სამსახურში, რომლებიც გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...