- Advertisement -

უსუფაშვილი: არასწორია, როცა სასულიერო პირს ჯიპს ჩუქნიან და ასეთ საჩუქარს იღებს!

14

“ეკლესიაც არის კომუნიზმისგან სერიოზულად დაზარალებული, დასახიჩრებული ინსტიტუტი რომელიც ფეხს იდგამს და უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ოღონდ სწორად. არასწორია როცა ვინმე სასულიერო პირს ჯიპს ჩუქნის, არასწორია, როცა ვინმე ასეთ საჩუქარს იღებს. არასწორია, როდესაც ისეთ საქმეებში ვრთავთ სასულიერო პირებს, რომელიც მათი საქმე არ არის. ჩვენი მეგზური და მეკვლე ამ პროცესებში უნდა იყოს კონსტიტუცია, ზნეობა და მორალი და არა ჩემი პერსონალური ვნებები, დღეს ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.
The post უსუფაშვილი: არასწორია, როცა სასულიერო პირს ჯიპს ჩუქნიან და ასეთ საჩუქარს იღებს! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...