- Advertisement -

უსუფაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩართული მეც ვიყო

451

''შენების მოძრაობის" ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.

"2018 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. მოგეხსენებათ მე პოლიტიკიდან არ წავსულვარ, პირიქით, სერიოზული და საფუძვლიანი გეგმები მაქვს თანამოაზრეებთან ერთად. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მეც ვიყო საპრეზიდენტო მარათონში ჩართული, მაგრამ ვიქნები თუ არა ჩართული ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

მე მზად ვარ მეტი შრომისთვის, მეტი პასუხსიმგებლობისთვის, მეტი საქმისთვის. 30 წელია ვარ საჯარო საქმეებში და მგონია რომ კიდევ შემიძლია ქვეყნისთვის კარგის გაკეთება, მაგრაამ ეს რა თქმა უნდა არ კმარა. ზალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრი რომლებიც მიცნობენ და ვინც შესაძლოა წარმოიდგინოს, რომ ეს იქნება სწორი ქვეყნისთვის, თუ ეს ასე იქნება მერემეც სერიოზულად ვიფიქრებ ამაზე", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...