- Advertisement -

უსუფაშვილი: ბატონი ვასაძე, დიდი ხანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეშია თავისი გამოსვლებით

10

“ბატონი ვასაძე, დიდი ხანია არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავისი განაცხადებით, მოქმედებებით, გამოსვლებით. იმას თავის აქვს, იმას კომბლებიანი ზნეობის დამცველების მოძრაობა აქვს, პოლიტიკურ სივრცეში ლევან ვასაძე არ არის ახალი ფიგურა. ის პერიოდულად ჩნდებოდა. ბოლო ხანებში გააქტიურდა, მოსალოდნელი არჩევნების გამო.
მე ვისურვებ, რაც შეიძლება მეტად გააქტიურდეს. იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ ახდენს იმ ყველაფრის გაშიფვრას, დისკრედიტაცია, გასარჟებას, რასაც თვითონ ქადაგებს. ის დამოკიდებულებები ცხოვრების წესისადმი, საქართველოსადმი, ქართველობისადმი, რომელსაც თავად ქადაგებს ვერავინ აკეთებს ამაზე მეტად დისკრედიტაციას ამავე ქადაგების. კი ბატონო, რაც აქტიურად შემოვა უკეთესი იქნება. მთელი საქართველო კიდევ უკეთ დაინახავს რასთან გვაქვს საქემე. რას ნიშნავს ძალადობა”,-ამბობს დავით უსუფაშვილი.
The post უსუფაშვილი: ბატონი ვასაძე, დიდი ხანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეშია თავისი გამოსვლებით appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...