- Advertisement -

უსუფაშვილი: გვაკისრია არანაკლები მისია, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას

574

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საზოგადოებას სახელმწიფობრიობის განსამტკიცებლად სამოქალაქო პარტნიორობას სთავაზობს. 

"ჩემი მესამე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, ახალი პოლიტიკურ პარტიის შექმნა ამ თანმიმდევრობით განხორციელდება:

1. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს რაშია საქმე, პრობლემა

2. საზოგადოებამ, ჩვენ ხალხმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს თაობას გვაკისრია არანაკლები მისია და ფუნქცია ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვიდრე ეს ეკისრა იმ ადამიანებს, ვინც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდა მე-19 საუკუნეში, იმ ადამიანებს ვინც დაინახეს, რომ თუ ეს საქმე არ გაკეთდებოდა, ქვეყანა ჩამორჩებოდა და დარჩებოდა პერიფერიად მსოფლიო რუკაზე. 

ჩვენ უნდა ავიღოთ იმ დონის პასუხისმგებლობა, რაც ბევრმა ჩვენგანმა, ჩვენ მოვესწარით იმ დღეებს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, როცა სრულიად საქართველო დადგა ფეხზე დაოუკიდებლობის მოსაპოვებლად. საქართელო ფეხზე უნდა იდგეს თავისი სახელმწიფოს სწორი წაყვანისთვის ყოველთვის. ამიტომ მე გთავაზობთ სამოქალაქო პარნიორობას სახელმწიფობრიობის განსამტკიცებლად. ეს რთული საკითხებია,ვიცი, იქნება კომენტარები, რომ რაღაც რთულ თემებზე ისაუბრაო, მარტივია ჯოს, მარტივია გადადექი, ჩამოვაგდოთ. მოკლე გზით ჩვენ უღრან ტყეში შევდივართ ხოლმე. აიტომ ეს დოკუმენტი რომელსაც მე დღეს გამოვაქვეყნებ ვრცელია, ვისაც ამ დოკუმენტის გაცნობის ნერვები არ აქვს, ან სურვილი, მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ, უბრალოდ ყველას მივმართავ, რომ თუ გვიდან ქვეყნის აღმშენებლობა, დიახ, რთულ საკითხებს უნდა შევეჭიდოთ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...