- Advertisement -

უსუფაშვილი: ვეჭვობ ჩემი დაბრუნება მათ გაუხარდეთ,ვინც მიიჩნევს,რომ ყველაფერი კარგად ან ცუდადაა

456

"მე ვბრუნდები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული, პასუხისმგებლობით იმ შეცდომებზე, რომელიც ჩემი თანამონაწილეობითაც ხდებოდა როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვბრუნდები პოლიტიკაში სწორედ იმ ვალდებულებით, რომ გამოცდილება, ცოდნა, ენერგია უნდა მოავახმარო საქმის უკეთ კეთებას",-ამის შესახებ პარლაენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზკონფრენციაზე განაცხადა. 

"სწორედ საქმის უკეთ კეთების გზებზე და საშალებებზე  მქონდა მე ხანგრძლივი განსჯა სხვადასხვა პროფესიების, პოლიტიკური შეხედულებების წარმომადგენლებთან, რათა გაგვერკვია, რაშია საქმე, რატომ ვერ მიდის ჩვენი ქვეყანა წინ იმ ტემპით და ისე როგორც ყველა ჩვენგანს უნდა, ამ განსჯის შედეგად მე საზოგადოებას ვთავაზობ სამ პუნქტიან გეგმას იმისათვის, რომ ყველა ჩვენგანის ძალისხმევა იყოს უფრო შედეგიანი და წარმატებული. 

ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება ვეჭვობ გაუხარდეს იმ ხალხს, ვინც თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა, წინ მიდის და პრობლემები საერთოდ არაა. მე ვთვლი, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ჩემი გამოჩენა არც იმათ უნდა გაუხარდეთ ვინც თვლის, რომ ყველაფერი ცუდადაა ქვეყანაში და იქცევა და ინგრევა, არაა ასე საქმე, მე ვთვლი, რომ ჩენ ვცდილობთ, მაგრამ ბევრი რაღაც არ გამოგვდის და რატომ არ გამოგვდის ესაა მთავარი საკითხი, ესაა ჩემი სამოქამედო გეგმის პირველი პუნქტი",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...