- Advertisement -

უსუფაშვილი: ივანიშვილს ამ ქვეყნის არ სჯერა და თვლის, რომ მის გარეშე დიდი ხნის დაღუპული იქნებოდა

5

“ბიძინა ივანიშვილი არ წყვეტს გაოცებას თავისი ფილოსოფიური მიგნებებით. მსგავსი ფრაზა ძნელია იპოვით სადმე ისტორიაში, რომელიმე ქვეყნის მმართველს ეთქვა.
ის ამბობს, თუ არა მე იღუპება ყველაფერი. ის როცა პოლიტიკურ ქველმოქმედებაზე როცა საუბრობს, საუბრობს რომ აუტკივარი თავი ავიტკიე თქვენთვის, ქართველო ხალხო, ქვეყანავ, თორემ რაში მჭირდებოდა მე ეს ხათაბალა, ვიყავი ჩემთვის კარგად, მშვიდად წყნარად. შემეძლო ყველაფერი მქონოდა. მაგრამ, მე აუტკივარი თავი თქვენთვის ავიტკიე, ვზრუნავ თქვენთვის..
რა თქმა უნდა ეს ძალინ სახიფათო ფორმულირებაა, რომელიც ბერვ სხვა რამესაც განაპირობებს. ქვეყანას ჰყავს ლიდერი რომელსაც არ სჯერა ამ ქვეყნის და თვლის და გონია, რომ მის გარეშე ეს ქვეყანა დიდი ხნის დაღუპული იქნებოდა და მის გარეშე ხვალაც დაიღუპებოდა.”, – ასე აფასებს “მთავარ არხთან” დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს entrepreneur.com_თან.
შეგახსენებთ, ივანიშვილის ამბობს რომ  პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია
The post უსუფაშვილი: ივანიშვილს ამ ქვეყნის არ სჯერა და თვლის, რომ მის გარეშე დიდი ხნის დაღუპული იქნებოდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...