- Advertisement -

უსუფაშვილი კალაძეს: ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი

16

“დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თუმე, მე პირადად, წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად.
იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია იმიტომ, რომ თითი თითზე რომ მქონოდა დადებული ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი. რატომ? იმიტომ, რომ შექმნილიყო მაგალითად ეს დოკუმენტი, 90 გვერდიანი, ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან.
ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. როგორი უნდა ყოფილიყო პარლამენტი. დიახ, პროპორციული არჩევნები მარავალმანდატიან ოლქებში.
გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით ფრაქციებთან, ქართული ოცნების ფრაქციასთან თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ, ხმა ამოიღოთ, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ. მითხრან რა გამომიგზავნეს ამ საკითხზე. არაფერი. იმიტომ, რომ სწორედ მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები.”,-ამბობს უსუფაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა “დათო უსუფაშვილს 4 წლის მანძილზე თითი-თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად”

Comments
Loading...