- Advertisement -

უსუფაშვილი: მოქალაქე ივანიშვილი თუ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, ცუდი არ იქნება

319

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი გაიაზრებს ქვეყნის მომავალს და მათ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერს ცუდი არ იქნება.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

თქვენ იყავით ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი, იქამდე სანამ იყავით კოალიციაში. მას არაერთხელ აქვს აღნიშნული ეს. ცოტა ხნის წინ არც ის გამორიცხეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროთ კენჭი. ხომ არ არის იმის ალბათობაც რომ შემოთავაზების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან იყაროთ კენჭი?

ალბათობა რისია ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად რაც ვიცი ისაა, რომ „შენების მოძრაობამ“ გამოაცხადა თავისი პრიორიტეტები. იდეოლოგიურიც, მსოფლმხედველობრივიც, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. რაც მეტი მოქალაქე დაუჭერს მხარს „შენების მოძრაობას“ და მის კანდიდატებს მხარს, ამით ჩვენ მხოლოდ კმაყოფილი ვიქნებით. ამიტომ თუ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და სწორად გაიაზრებს ქვეყნის მომავალს და „შენების მოძრაობის“ კანდიდატს მისცემს ხმას, ეს ცუდი არ იქნება.

Comments
Loading...