- Advertisement -

უსუფაშვილი რუსთავი 2-ს: თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი ყურადღებით იყოს

1, 263

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ს ურჩევს, რომ მათი სახანძრო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით იყოს. 

"თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები," – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...