უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

100

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო კანდიდატის მოძებნა და ახლა სალომე ზურაბიშვილის იმედზეა.
სალომე ზურაბიშვილი ძალიან ღირსეული კანდიდატია და სიამოვნებით ვეპაექრები ამ მარათონში იმიტომ, რომ მასთან პოლიტიკური, კვალიფიციური დებატები არის შესაძლებელი და ამ არჩევნებში ეს სჭირდება საქართველოს.

რაც შეეხება მათ ურთიერთობებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზოგადად მგონია, სალომე ზურაბიშვილი მართლა დამოუკიდებელ კანდიდატად თუ დარჩება, გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ის აღმოჩდება „ქართული ოცნების“ მხრიდან დაზარალებული იმიტომ, რომ „ოცნება“ ასე იქცევა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Comments
Loading...