- Advertisement -

უსუფაშვილი: ჩვენს წარმოდგენებში, ვირტუალურად კვლავ ავტომატები გვაქვს მიბჯენილი ერთმანეთზე

551

"მე ვთვლი, რომ ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ ბევრი რაღაც არ გამოგვდის და რატომ არ გამოგვდის, ესაა მთავარი საკითხი, ესაა ჩემი სამოქამედო გეგმის პირველი პუნქტი",-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, სწორი დიაგნოზის გარეშე ქვეყნის სწორი კურსით წაყვანა რთული იქნება.  

"სწორი კურსი კი მიმაჩნია და ამაზე მსჯელობას ვთავაზობ საზოგადოებას, რომ ლიდერებში კი არაა საქმე, ჩვენ გვყავდა სრულიად განსხვავებული სტილის, სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის ლიდერები. ერთი გვყავდა გვახსოვს, მეორე ძალიან განსხვავებული, მესამე კიდევ უფრო განსხვავებული, მეოთხე საერთოდ განსხვავებული, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ყველა ლიდერს და ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში საქმიანობა გვიწევდა და გვიწევს დღესაც დესტრუქციულ პოლიტიკურ ველზე, რომელზეც სწორად ნაკეთები საქმის შედეგის დიდი ნაწილის კი იკარგება, იმიტომ რომ ესაა დესტრუქციული პოლიტიკური ველი, რომელსაც სათავე დაედო სამწუხაროდ დიდი ტრაგედიის გამო, სამოქალაქო ომის გამო, მას შემდეგ ჩვენ თითქოს იარაღი დავდეთ, მაგრამ ჩვენს წარმოდგენებში, ვირტუალურად კვლავ ავტომატები გვაქვს მიბჯენილი ერთმანეთზე. ეს არის ნეგატიებზე აგებული ცხოვრების წესი, ესაა პოლიტიკური ველი, რომელიც მუდმივად პობს საზოგადოებას, აჩენს განცდას, რომ ვიღაცა ზედმეტია, ვიღაც უნდა ჩამოშორდეს ამ ქვეყანას",-განაცხადა უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...